03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ემზარ კვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა.

კვიციანის ახლობლები აცხადებენ, რომ ის წლების განმავლობაში საკუთარი სისხლის ფასად იცავდა კოდორის ხეობას და კვიციანი დღესდღეობით პოლიტპატიმარია.

აქციის მონაწილეები ხვალინდელ სასამართლო პროცესს ელოდებიან, რის შემდეგაც, როგორც ისინი ამბობენ, კონკრეტულ ნაბიჯებს დაგეგმავენ.  

დღის ამბები