საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი ჰყავთ. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შევიდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამედიცინი ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, პაციენტი საჩხერელია და მოგზაურობის ისტორია აქვს.
ის თვითიზოლაციაში იყო და კონტაქტები არ აქვს. კლინიკაში მყოფ სხვა პაციენტებს ვირუსი არ აღმოაჩნდათ.