18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
ქუთაისის აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ქუთაისის ერთ-ერთი დახურული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და მუშაობის განახლება მოითხოვეს. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი დღეს ადმინისტრაციამ ბაზარში არ შეუშვა.

მათი თქმით, პანდემიის გამო, ერთი თვით მათი ბაზარიც დაიკეტა, ახლა არ ხსნიან და მიზეზად პირობების არარსებობას ასახელებენ.

მოვაჭრეების თქმით, 20-მდე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

აქციას შეურთდა პარტია "თავისუფალი საქართველო". პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უკვე არსებულ ადგილებს აუქმებენ და მოსახლეობას შიმშილისთვის წირავენ.

"ამ პენსიონერებმა და მოხუცმა გაუბედურებულმა ადამიანებმა რა უნდა ქნან? ასე რომ შეავიწროვეს და შემოსავლის გარეშე დატოვეს. არაფრის ნებას არ აძლევენ ფულს ვერ მოგცემთო სახელმწიფომ უთხრა აბა რა ქნან ფოკუსნიკები არიან?,"- განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები