03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი აირჩიეს

ფოთის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე ხმაურის ფონზე აირჩია. ამ პოსტზე "ქართული ოცნებიდან" ალექსანდრე თოფურიას კანდიდატურას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. თოფურია წინა მოწვევის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა.

დარბაზში შეკრებილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა გააკრიტიკეს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავმჯდომარე, ოთარ ხარჩილავა, უმრავლესობამ იმპიჩმენტის შედეგად გადააყენა.

დღის ამბები