18 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას რეგიონებში ეცნობიან - შეხვედრები გურიის რეგიონიდან დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რეგიონებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრები გურიის რეგიონიდან დაიწყო. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმის პროგრამები გააცნო   

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის "ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე" პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.

ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო, საგრანტო დახმარების მოცულობა  და ტექნიკური დახმარება.  

დღის ამბები