თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სავარაუდოდ, ახალგაზრდას კიდურების მოტეხილობა აქვს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.