დეა გოშხეთელიანმა, რომელიც 2 წლის წინ თავად იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, "ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეძღვნებოდა, მსხვერპლ ქალებს მოუწოდა, არ შეეგუონ ძალადობას და აუცილებლად შეატყობინონ ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს:
"იმისთვის, რომ დააღწიონ თავი ამ ძალადობას და ეს აუცილებელია, მათი თუნდაც სიცოცხლის დასაცავად, მოვუწოდებ, რომ პირველ რიგში მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს, ეს არის 112, ზარი შეუძლიათ განახორციელონ, ასევე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ 116 006 - ეს არის კრიზისული ცენტრის ცხელი ხაზი, რომლის შესახებაც ძალიან ბევრმა ქალმა არ იცის და წარმოდგენაც არ აქვთ, ამ ცენტრს რა დახმარების მიცემა შეუძლიათ, თუნდაც თავშესაფრის სახით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების სახით.
ასევე ის, რომ აუცილებლად წამოვიდნენ იმ ოჯახიდან, ბავშვის გამო შენარჩუნებული ოჯახი, ისევ ბავშვს უნგრევს ფსიქიკას და ის ბავშვი შემდეგ შეიძლება პოტენციური მოძალადეც იყოს," - განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.