03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
„ჭიკაიძე მუდმივად იმალება და არ მოდის უმცირესობის სხდომაზე," - თინათინ ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობა“ ვიცე-სპიკერს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტებისა და მკვლელობის საკითხებზე პასუხების გასაცემად პარლამენტში შს მინისტრი დაიბაროს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობას ჭიკაიძის მოწვევის არაერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა.

„ჭიკაიძე მუდმივად იმალება და არ მოდის უმცირესობის სხდომაზე. ჩვენ მას ვპირდებით, რომ მოვიწვევთ გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში და კითხვები მხოლოდ ამ პრობლემებზე იქნება,“ - განაცხადა ბოკუჩავამ და განმარტა, რომ მინისტრს პარლამენტში მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას კანონი ავალდებულებს.

მისი თქმით, ჭიკაიძის უწყება ოპოზიციის დევნასა და შეშინებაზეა გადასული და ძალადობის ფაქტების ასეთი ზრდა კანონის აღსრულებაში ხელისუფლების უუნარობაზე მიუთითებს.  

დღის ამბები