24 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
ხელისუფლება ბარიერს ხელოვნურად ქმნის, რომ დახმარება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს - გოგი წულაია

ქუთაისში თვითდასაქმებულების ნაწილი, ხელისუფლებას დახმარების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებს.

მათივე თქმით, საბუთის წარდგენა არ შეუძლიათ, ამიტომ დახმარების ვერ მიიღებენ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ბარიერს ხელოვნურად ქმნის, რომ დახმარება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს. 

მისი განცხადებით, თვითდასაქმებულების უმეტესობას დახმარების ასაღებად საბუთის წარდგენა არ შეუძლია, ხელისუფლებას უნდა ეფიქრა და  ყველას უნდა  დახმარებოდა, რადგან ისინი ნამდვილად თვითდასაქმებული იყვნენ და ოჯახებს არჩენდნენ - აღნიშნა გოგი წულაიამ.

დღის ამბები