03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ტოქშოუ "არჩევანი" სტუდიაში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა

ჩხუბი გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანში“. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

მხარეებმა სტუდიაში ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„გამოვალ და ფეხებით დაგკიდებ,“ - ეს ის სიტყვებია, რომლითაც მხარეები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ.

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სტუდიაში დაცვის ჩარევა გახდა საჭირო. გადაცემა „არჩევანში“ კი რეკლამა გამოცხადდა.   

ამ წუთებში გადაცემა განახლებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები