26 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
25 ივნისიდან ეიფელის კოშკი იხსნება - საფრანგეთი COVID-19-ის შეზღუდვებს ამსუბუქებს

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. პანდემიის ეპიცენტრში - შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 114 ათასს აჭარბებს. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის 32 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა ბრაზილიაში.

ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ბოლო ერთი კვირაა საფრანგეთში ვირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა 100-ს არ აჭარბებს. 25 ივნისიდან დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება ეიფელის კოშკი.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც საზღვრებს ხსნის, იტალიაც დაემატება.

დღის ამბები