როდის გაიხსენება კორონაპანდემიის საფრთხის ფონზე დახურული ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები - ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ბიზნესმენებთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარი თემა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებია.
დღეს იყო შეხვედრა ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან. შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.
შეხვედრას 20-მდე ფიტნესდარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
"გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ბიზნესის ერთ-ერთ სექტორთან, კერძოდ, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების წარმომადგენლებთან. მათთან შევთანხმდით იმ პროცესზე, რომლითაც უნდა მივიდეთ კონკრეტულ რეგულაციებამდე, რომელიც იქნება პრაქტიკაში აღსრულებადი, და რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების გახსნა და ბიზნესსექტორის ამუშავება," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.