03 მაისი 2024,   17:36
ვრცლად
თბილისში 51 წლის მამაკაცმა 33 წლის კაცი დაჭრა

გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 51 წლის მამაკაცმა 33 წლის კაცს, ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ეჭვმიტანილი - მალევე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

დღის ამბები