26 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
აშშ-ში პოლიციასთან დაპირისპირების დროს კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს

აშშ-ში პროტესტის ახალი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც პოლიციასთან დაპირისპირების დროს კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს. 27 წლის რეიშარდ ბრუქსს პოლიციის ოფიცერმა პარასკევს საღამოს ესროლა. ინციდენტი სწრაფი კვების  ერთ-ერთ ობიექტთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები რესტორნის მეპატრონემ გამოიძახა, რადგან ერთ-ერთ მძღოლს საჭესთან ეძინა და სხვა მომხმარებლებს აფერხებდა. მძინარე მძღოლი 27 წლის რეიშარდ ბრუქსი აღმოჩნდა, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

ინციდენტს ატლანტაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციელი, რომელმაც აფროამერიკელი დაკავებისას სასიკვდილოდ დაჭრა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. პოლიციიდან დაითხოვეს კიდევ ერთი სამართალდამცველი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა. 

დღის ამბები