"გოეთეს ინსტიტუტის" პროექტ "მყინვარის მუსიკის" ფარგლებში ვიდეო და ხმოვანი ინსტალაციების შთაგონების წყარო მყინვართა დნობის ხმა და სულისშემძვრელი იერსახე იყო.
წევრებმა აუდიოჩანაწერები ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე გააკეთეს. ექსპედიცია ტიანშანით დაიწყო და კავკასიონის მთებში გადმოინაცვლა.
ჟღერადობა შეიქმნა დნობისა და მთების ბუნებრივი ხმებით, ელექტრონული და ეთნიკური მუსიკის სინთეზით, რაც პროექტის ავტორებისა და მონაწილეებისთვის ექსპერიმენტული და უცნაური "მყინვართა მუსიკის" სახელში გაერთიანდა.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი