25 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტეს

ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ხელისუფლების ქმედება დაგმეს.

მათ აღნიშნეს, რომ 1 წლის წინ ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია დაარბია და გამოიყენა უხეში ძალა, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაზარალდა.

აქციის ორგანიზატორებმა ევროპის მოედანზე შეკრებილთა დისტანციის დასაცავად პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს. მომიტინგეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და სწორედ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატ გავრილოვის გამო ხელისუფლებამ ახალგაზრდებს ტყვიები ესროლა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ე.წ "გავრილოვის ღამის" შემდეგ არაფერი შეცვლილა და დაპირება პროპორციული არჩევნების თაობაზე დაპირებად დარჩა.

დღის ამბები