03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"ადა, თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი," - ანი ნადარეიშვილი ადა მარშანიას

გადაცემა "არჩევანში" ნადარეიშვილმა მარშანიას მოსთხოვა აეხსნა, რაში ადანაშაულებს ბაჩო ახალაიას და რატომ მივიდა მის საწინააღმდეგო აქციაზე. 

"ადა, თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი," - მიმართა ანი ნადარეიშვილმა ადა მარშანიას და მოსთხოვა, რომ კონკრეტული ფაქტები ეთქვა, რაში ადანაშაულებს მის მეუღლეს, რაზეც მარშანიამ ისევ ზოგადად ილაპარაკა, რომ ახალაია არის "სააკაშვილის ხელისუფლების სიმბოლო". მან ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა.     

ანი ნადარეიშვილმა მარშანიას ისიც უთხრა, რომ ის მისი მამის წინაღმდეგაც მართავდა აქციებს და მერე ბოდიში მოიხადა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები