18 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
აქცია ოზურგეთში - მოსახლეობამ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სოფელში შიდა გზებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციაა.

ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზაც, თუმცა სამართალდამცავების ჩარევის შედეგად ავტოსაგზაო მოძრაობა მალევე აღდგა.

ამ წუთებში მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდება.

დღის ამბები