26 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე პატიმრობაში რჩებიან

ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზად კი დაკავებულთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობების არსებობა დაასახელა.

ადვოკატების განმარტებით, ცნობა პენიტენციურმა დაწესებულებამ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცა. 

წულუკიძისა და ანთაძის ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, თორნიკე რიჟვაძის მამა მათ საარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, თუმცა ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც პროვოკაცია მოუწყეს ანთაძეს და წულუკიძეს.

შეგახსენებთ, რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე 7 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრებმა მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს. საქმის მორიგი განხილვა პირველ ივლისს გადაიდო.

დღის ამბები