03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ბაჩო ახალაიას განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე საათი რჩება

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი გამართლდება თუ გამტყუნდება თავდაცვის ყოფილი მინისტრი. განაჩენი საქალაქო სასამართლომ ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე უნდა გამოიტანოს.

დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები და არგუმენტები. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. ბაჩო ახალაიას გამოძიება გაქცევის ორგანიზების აღიარების მიზნით პატიმართა ფიზიკურ ზეწოლას ედავება.

ანი ნადარეიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოსამართლე არ დაემორჩილება იმ ზეწოლას, რომელიც მასზე ხდება და იხელმძღვანელებს იმ პრინციპებით, რომელიც ნორმალურ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს.

დღესვე იმსჯელებენ სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზეც. ბაჩო ახალაიას სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდში განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა გირგვლიანის საქმეზე დაკავებულებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები