კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ამ დროისთვის 921-ს შეადგენს. ერთით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ახლა 781-ია.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2687, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 ადამიანია.
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 14 ადამიანი.