03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქციაზე დაკავებულების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა. ამ მუხლებით არის დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გამართული აქცის 6 მონაწილე.

მათგან წვრილმანი ხულიგნობისთვის ბრალდებულია სამი პირი, ორი მათგანი - პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ერთი კი ორივე მუხლითაა ბრალდებული.

არ არის გამორიცხული, დღესვე გაიმართოს მათი პროცესი, რის შემდეგაც გაირკვევა, რა სახის ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ დაკავებულებს.

შეგახსენებთ, რომ 6 პირი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან „ახალი თაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დააკავეს.

მათ პროტესტის ნიშნად დაწვეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო, შენობას კვერცხები ესროლეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები