საქართველოში COVID 19-ით გამოჯამნმრთელებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა და მონაცემი 817 გახდა. მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
გაზრდილია ინფიცირების რაოდენობაც. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 8 ახალი დადასტურებული შემთხვევით ქვეყანაში სულ 939 შემთხვევა ფიქსირდება.
ამ დრომდე, კარანტინის რეჟიმშია 3,080 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.