27 დეკემბერი 2024,   03:54
ვრცლად
"კურიერმა" ახალი ვიდეო და ფოტო მასალა მოიპოვა, რომელზეც 19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათებია აღბეჭდილი

გიორგი შქარაშვილის საქმეზე "კურიერმა" ახალი ვიდეო და ფოტო მასალა მოიპოვა, რომელზეც 19 წლის ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათებია აღბეჭდილი.

შაქარაშვილის ათტომიანი საქმიდან ცნობილი ხდება, რომ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მისი ტელეფონი, თუმცა სავარაუდოდ, სამართლადამცავებს 21 ივნისის ჩხრეკისას ფოტოაპარატი, რომლითაც ბრეგვაძე წვეულებაზე იმყოფებოდა, არ ამოუღიათ. 

საქმის მე-4 ტომში დევს პატაკი, სადაც მცხეთის სამმართველოს გამომძიებელი ფოტოაპარატის ამოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

მცხეთის სამმართველოს გამომძიებლის პატაკი:

"მოგახსენებთ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ... იაკობ დავითის ძე ბრეგვაძე პირადად ინახავს "SONY"-ის ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს ქალაქ მცხეთა, ნარაკვევის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას. მოგახსენებთ, რა ზემოთ აღნიშნულს გთხოვთ თქვენს შემდგომ რეაგირებას,"-წერია ჩვენებაში.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ავტობანის ეპიზოდის დროს გიორგი ქავთარაძე ისე დაშავდა, მისი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ეს ინფორმაცია "კურიერს" ექიმმა დაუდასტურა.

"ახალგაზრდა მამაკაცმა მომართა კლინიკას სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებით. მან დააფიქსირა, რომ ეს იყო საყოფაცხოვრებო ტრავმა, კერძოდ, გადმოვარდა ველოსიპედიდან. სახეზე აღენიშნებოდა ჭრილობები და ჰქონდა ტემპერატურა. ტვინის შერყევა დაფიქსირდა, მსუბუქი ტრავმა თავის ტვინის, 3 დღეში გაწერილ იქნა პაციენტი ჩვენგან," - განაცხადა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 

დღის ამბები