03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ოჯახური ძალადობის თემაზე პარლამენტში იმსჯელებენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეში ოჯახური ძალადობის თემაზე იმსჯელებენ. კანონმდებლები ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის მიზეზებს გაანალიზებენ და პრევენციული ღონისძიების გზებს დასახავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაიგეგმოს სამომავლო ღონისძიებები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

"აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტის როლი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში ერთად არის აუცილებელი, მათ შორის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან, რომ ერთი მხრივ, გავაანალიზოთ ვითარება და ამ ანალიზზე დაყრდნობით დაიგეგმოს სწორი ღონისძიებები," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომას იუსტიციის მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაესწრებიან. პარლამენტში მივლენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც პრევენციულ ღონისძიებებამდე არსებული კანონმდებლობის დახვეწას აუცილებლად მიიჩნევენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები