ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 3 პირია დაკავებული. ვაჟა ტყებუჩავას 3 დღის წინ რამდენიმე პირი მამის თანდასწრებით თავს დაესხა, გაიტაცა და სასტიკად ნაცემი ქალაქის გარე უბანში ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დააგდეს.
თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადას დროულად გამოუძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.