26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის საქმის მასალები უცნობია. დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს არ გასაუბრებია და არც ის იცის, ცნობენ თუ არა დაკავებულები თავს დამნაშავედ. 

რამდენიმე წუთის წინ ადვოკატი ბრალდებულებთან შევიდა და სხვა დეტალების შესახებ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გუშინ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, მათ განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვაჟა ტყებუჩავას 3 დღის წინ რამდენიმე პირი მამის თანდასწრებით თავს დაესხა, გაიტაცა და სასტიკად ნაცემი ქალაქის გარე უბანში ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დააგდეს.

თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადას დროულად გამოუძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

დღის ამბები