03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ძალადობის თემის განსახილველად ეპატიჟება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნაციონალური მოძრაობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ეპატიჟება, რომელზეც დღეს ოჯახური ძალადობის თემაზე იმსჯელებენ.

განცხადება ამის შესახებ მანანა კობახიძემ იმ წერილის პასუხად გააკეთა, რომელიც მას საპარლამენტო უმცირესობამ გუშინ გაუგზავნა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე პასუხების გასაცემად პარლამენტში ჭიკაიძის დაბარებას ეხება.

კობახიძის თქმით, მას წერილი ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა მას შემდეგ, რაც მოთხოვნა მიუვა, პარლამენტი ამ თემაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები