26 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
სერბეთში არეულობა გრძელდება - ბელგრადში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

სერბეთში არეულობა გრძელდება - ბელგრადში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ოპოზიციური ჯგუფები ქვეყანაში კომენდანტის საათის დაწესებას აპროტესტებენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

ალექსანდარ ვუჩიჩი კი მოსახლეობას სიმშვიდისა და ანტისამთავრობო აქციებზე არ მისვლისკენ მოუწოდებს. სერბეთის ლიდერის განცხადებით, საავადმყოფოებში კოვიდ ინფიცირებულებისთვის ადგილები აღარ დარჩა.

დღის ამბები