სპეცოპერაცია მიმდინარეობს ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში. დადიანის ქუჩაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, "კურიერის" ინფორმაციით, ერთი ადამიანი დააკავეს, რომელიც მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს.
თვითმხილველების ვერსიით, სავარაუდოდ, ის "ტყის ძმების" მეთაურის დათო შენგელიას შვილია, რომელიც ამავე კორპუსში ცხოვრობს. მისი მანქანა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.
ჯერჯერობით ჩხრეკა არ ჩატარებულა მის საცხოვრებელ ბინაში. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება.
კონკრეტულად რა დანაშაულს უკავშირდება სპეცოპერაცია და რისთვის არის დაკავებული აღნიშნული პირი, ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.