07 მაისი 2024,   15:32
ვრცლად
COVID-19 და მსოფლიო - აშშ-ში კორონავირუსის მაჩვენებელმა 3 მილიონ-ნახევარს გადააჭარბა

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მაჩვენებელმა 3 მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. COVID-19 დაუდგინდა კიდევ ერთ ამერიკელ კონგრესმენს. ქვეყნის მასშტაბით სწრაფად მატულობს ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები.

რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ლათინო ამერიკის ქვეყნებში. კონტინენტზე კორონავირუსის ყველაზე მეტი - 2 მილიონამდე დადასტურებული ფაქტი ბრაზილიაში ფიქსირდება. დღეიდან, კარანტინი დაწესდება ვენესუელის დედაქალაქში.

პრევენციის მიზნით, გარკვეული შეზღუდვებს მიმართავენ ევროპაში. საფრანგეთის დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში სავალდებულო გახდება პირბადის ტარება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, კი იმ ქვეყნების სიიდან, რომელთანაც საზღვრები გახსნეს, სერბეთი და მონტენეგრო ამოიღეს. ჩამონათვალში 13 ქვეყანას შორის კვლავ რჩება საქართველო.

მონაცემები მატულობს მეზობელ სახელმწიფოებში. კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელი რუსეთში 11 ათასს, თურქეთში კი 5 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში კი ვირუსს სომხეთში 8, აზერბაიჯანში 6 ინფიცირებული ემსხვერპლა. 
 
 

დღის ამბები