25 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
"ხვიჩასაც აქვს ტყვია მოხვედრილი, თორემ საღსალამათი რომ ყოფილიყო, რაღაცას მაინც გაგვაგებინებდნენ" - საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მღებრიშვილის ახლობელი

რუსი ოკუპანტების მიერ, დაახლოებით 2 კვირის წინ, გორის რაიონის სოფელ აძვიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები ცოტა ხნის წინ შსს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოჯახმა ოფიციალური ინფორმაცია მიიღო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, შსს-ს წარმომადგენელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა მღებრიშვილი, ამ დროისთვის, იმყოფება კარანტინში. სწორედ კარანტინის დასრულების შემდგომ უნდა გაიმართოს ცხინვალში სასამართლო პროცესი, სადაც გაირკვევა გაათავისუფლებენ თუ არა უკანონო პატიმრობიდან მღებრიშვილს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრები სხვა ვერსიებზეც საუბრობენ.

"ხვიჩასაც აქვს ტყვია მოხვედრილი, თორემ საღსალამათი რომ ყოფილიყო ამდენ ხანს რაღაცას მაინც გაგვაგებინებდნენ, რატომღაც ასე ვფიქრობ. ის ბავშვი ან მკვდარია და უკვე ცხინვალში დასაკერებლად გადაიყვანეს, ან ძაან მძიმედ არის სამკურნალოდ გადაიყვანეს. თუ დანაშაული ჩაიდინა, თუ საზღვარი დაარღვია, მაშინვე უნდა გამხელილიყო ეს ამბავი.  თუ რაღაცა მოიპარა უნდა გამხელილიყო, თუ ვიღაცა მოკლა უნდა გამხელილიყო. ასე ჩუმად რატომ არიან?! ე.ი. იმას უჭირს ძალიან რაღაც და შეიძლება გამოსავალს ვეღარ პოულობენ," - განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილის ერთ-ერთმა ახლობელმა. 

ოჯახის ინფორმაციით, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისის შემდეგ გატაცებულია ოკუპანტების მიერ და მის შესახებ ამბავი მხოლოდ 4 დღის დაგვიანებით გაიგეს. 

დღის ამბები