03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
მერიაში თბილისობის სამზადისი გრძელდება

ამ წუთებში ქალაქის მერიაში თბილისობისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს განიხილავენ. ქალაქის მერის განცხადებით, მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს დედაქალაქში ჩამოსული 30-მდე უცხოელი სტუმარიც, რომელთა შორის ქალაქ ბრისტოლის მერიც იქნება.

ნარმანია აღნიშნავს, რომ წლევანდელი თბილისობის ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ათივე რაიონში გაიმართება. წელს ახალ ნომინაციაში გამარჯვებული - თბილისზე მზრუნველი ადამიანიც გამოვლინდება.   

სხდომას მერიაში თბილისის ყველა რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისობა 25-26 ოქტომბერს გაიმართება და დღესასწაულის აღსანიშნად მერიამ 850 ათასი ლარი გამოყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები