18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - დაჭრილი ყოფილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

მკვლელობა თბილისში - ახალგაზრდა მამაკაცს ზურგის და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. "კურიერის" ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც უცნობმა პირმა, კახაბერ თეგეტაშვილი დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, გარდაცვლილი კახაბერ თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელია, უცნობია დაპირისპირების მოტივი. 

"კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ტრაგედია სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.

გარდაცვლილი მამაკაცი ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არ ცხოვრობდა და ის ახლახანს ჩამოვიდა დედაქალაქში.

დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები