09 სექტემბერი 2026,   13:59
ვრცლად
ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი უკვე დაიწყო

ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი უკვე დაიწყო. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ლილოში გამოკვლევების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაირკვა, რომ გარდაბნიდან ბაზრობაზე სამუშაოდ ბევრი მოქალაქე ჩამოდის. სწორედ ლილოს ბაზრობიდან არის დღეს გამოვლენილი ახალი ინფიცირებულებიდან 8 შემთხვევა.

ადგილზე მომუშავეების განცხადებით, რეგულაციები გამკაცრებულია და ისინიც ცდილობენ, რომ რეკომენდაციები სრულად დაიცვან, მათ შორის, დისტანციის, დეზინფექციის და პირბადის ტარების წესები.

"უფრო გამკაცრდა წესებიც და ჩვენც თავს ვიცავთ ყველანაირად. ვიმუშავებთ ხელებს, თანხას, პირბადის გარეშე არ ვდგავართ," - აცხადებს ადგილზე დასაქმებული

დღის ამბები