20 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
დაკავებულია 2 სახელმწიფო მოხელე - "კურიერის" ინფორმაციით, მათ ოკუპირებული აფხაზეთიდან სიგარეტი კონტრაბანდული გზით შემოჰქონდათ

დაკავებულია 2 სახელწიფო მოხელე - წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი აპარატის თანამშრომელი ფინანსურმა პოლიციამ აიყვანა.

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი საოკუპაციო ხაზთან იმ დროს დააკავეს, როცა კონტრაბანდული სიგარეტის გადმოცემა ხდებოდა.

თემურ ღვინჯილიასა და მისი თანამშრომლის დაკავების მიზეზი, "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ კონტრაბანდული სიგარეტია, რომელიც თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელს ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოჰქონდა. რა ვითარებაში ხდებოდა თამბაქოს გადმოტანა და გასაღება - უცნობია.

დაკავების ფაქტის ადასტურებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიც.

დღის ამბები