03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ნარმანია ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი თანამშრომლების გამოვლენას გეგმავს

თბილისის მერი დაინტერესდება, მუშაობენ თუ არა გამგეობებში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი პირები. ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება, მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.

განცხადება ამ თემაზე ქალაქის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, როდესაც მას კითხვა ალექსანდრე, იგივე საშკა სანაძის შესახებ დაუსვეს.

სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ წარსულში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი სანაძე დღეს მთაწმინდის რაიონის გამგეობაში გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას სანაძის გამგებლის მოადგილის პოსტზე ყოფნას არც ნარმანია და არც თავად გამგებელი არ უარყოფენ, თუმცა არ ადასტურებენ ქურდული სამყაროს წევრობისთვის მის ნასამართლეობას. 

დღის ამბები