პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო" ლანჩხუთში ოფისის გახსნა, ქალაქის პარკში, მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა.
"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნეს და საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრნენ.
ხაზარაძის განცხადებით, "ლელო" მთავარ აქცენტებს სოციალური პოლიტიკის შეცვლაზე, ახალ სამუშაო ადგილებზე და ეკონომიკის გაორმაგებაზე გააკეთებს.
"ჩვენ ხალხს ვპირდებით, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების შემოსავალი გაორმაგდება. ჩვენი გამარჯვება ლანჩხუთიდან უნდა დაიწყოს. ჩვენ აქედან ლელოს წავიღებთ და საქართველოს პარლამენტში ჩვენი გამარჯვების აღსანიშნავად დავდებთ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.