18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია, იმის გამო უნდა დასაჯონ, რომ ორი ნაცნობი მცხეთაში ჩაიყვანა - გიგა ტატიაშვილის ადვოკატი​

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შსს-ში დღეს გამოკითხვაზე სამი პირი იმყოფება. ისინი იუბილარ ანი გაბეჩავას წვეულების სტუმრები არიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა და მოსამართლემ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან თვლიან, რომ მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ ჰქონდა.

თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისია გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, რომელიც თვლის, რომ გასაჩივრებას აზრი არ აქვს. 

"სასამართლომ შაბლონურად მოისმინა ყველას პოზიცია და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც თავშივე ჰქონდა მიღებული. აქედან გამომდინარე, თუ გავასაჩივრებ, ეს იქნება გასაჩივრება გასაჩივრებისთვის და არა შედეგის მოლოდინისთვის. ამ ადამიანს არაფერი დაუშავებია, იმის გამო უნდა დასაჯონ, რომ ორი ნაცნობი მცხეთაში ჩაიყვანა? ალბათ ახალი მუხლებია დასამატებელი მაშინ,"- განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 19 ივლისს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აქედან 11 პირის სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა.

მომდევნო პროცესი კი 31 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები