09 სექტემბერი 2026,   13:21
ვრცლად
შაქარაშვილის საქმე - ადვოკატები ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ასაჩივრებენ

მცხეთის რაიონული სასამართლოს ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას დაკავებულთა ადვოკატები დღეს ასაჩივრებენ. საუბარია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე.

გასაჩივრების მიუხედავად უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ პროცესს ფორმალური ხასიათი აქვს და ის რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.

პარალელურად, პროკურატურამ სრულწლოვანი 11 პირის საქმე ცალკე წარმოებადაც გამოყო. ამის მიზეზი ჩასატარებელი კონკრეტული საპროცესო მოქმედებებია. მათი სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს შედგება. რაც შეეხება 6 არასრულწლოვანს - მათი პროცესი 31 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები