02 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
4 წლით თავისუფლების აღკვეთა - თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერი ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რურუას ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი თქმით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

დღის ამბები