09 სექტემბერი 2026,   18:36
ვრცლად
სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს - სალომე სამადაშვილი რურუას პატიმრობაზე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის შეფასებით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება, ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას გაამწვავებს. მისივე თქმით, გიორგი რურუა უდანაშაულოა და ის პოლიტიკური პატიმარია. 

"ბიძინა ივანიშვილს ძალიან მძიმედ დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთშორისო ასპარეზზე. გიორგი რურუას ბევრად ნაკლები დრო დარჩა ციხეში გასატარებლად. სასამართლო ქვეყანას არ აქვს, ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება არ არსებობს და სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი, მიტაცებული აქვს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, რომელზეც გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები კონგრესში, სენატში, ევროპარლამენტში,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები