ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019-ის" დაჯილდოება გაიმართა.
გამარჯვებულები 4 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება და წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.
კონკურსი წელს მესამედ გაიმართა, ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ამერიკისა და ისრაელის საელჩოსა და ათასწლეულის ფონდის ხელმძღვანელები.