გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროს მამუკა ჭელიძესთან შესახვედრად მივიდნენ.
ოჯახმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით კი, უწყებასთან კითხვები აქვს, თუ როდის გადაეცემა მას დრონის და კამერების ჩანაწერები.
"კითხვები გვაქვს ჭელიძესთან კონკრეტულად, როდის გადმოგვეცემა მასალები დრონისა და ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე სატელეფონო ანძების ამონაწერები, რომელიც საქმეში ამ დრომდე არ დევს,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ მოთხოვნილი მასალის ნაწილი დღესვე გააცნონ.