26 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ვფიქრობთ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ამ წლის ბოლოს იქნება, მჯერა რომ ეს რეალობაა - ენტონი ფაუჩი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 მილიონს უახლოვდება. ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ კი 683 ათასს გადააჭარბა. ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია.

აშშ-ში ბოლო 24 საათში 70 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა ვირუსი. შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მზად იქნება.

"უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გარანტია არასოდეს არის, თუმცა ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ვაქცინა ამ წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში იქნება. არ ვფიქრობ რომ ეს ოცნებაა, მჯერა, რომ რეალობაა,"- აცხადებს აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი.

დღის ამბები