19 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ძებნის მე-17 დღე - მესტიაში დაკარგულ მოზარდს უკვე თბილისსა და ზუგდიდშიც ეძებენ

ძებნის მე-17 დღე - მესტიაში დაკარგულ მოზარდს სამართალდამცველები სვანეთისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარდა, უკვე თბილისსა და ზუგდიდშიც ეძებენ. თუმცა, ილია ფილფანის მშობლები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვი ამ დრომდე სვანეთში იყოს.

დაკარგული ბავშვის მშობლები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გუშინ კიდევ ერთხელ შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია მიმდინარე სამძებრო ოპერაციის შესახებ.

13 წლის ბიჭი ბოლოს 18 ივლისს, სოფელ ლენჯერში ნახეს, როცა ბავშვი ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა.

დღის ამბები