ოზურგეთში, სოფელ ნატანებში ავტობანის მშენებელ, თურქულ კომპანია "ფოლადიოლთან" დღეს დილით კვლავ ხმაური იყო. აქ დასაქმებულმა მუშებმა სამი მუშის სამსახურიდან დათხოვნა გააპროტესტეს და სამუშაოზე აღარ გავიდნენ.
ყველაფერი წინა კვირაში, მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მუშამ კომპანიის ხელმძღვანელობას საკვების უკეთ დამზადება სთხოვა. საპასუხოდ კი "ფოლადიოლმა" ის სამი მუშა სამსახურიდან გაათავისუფლა, რომლებიც აღნიშნულ საუბარს თარჯიმნობას უწევდნენ.
ვითარებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" ჩაერთვნენ, ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ, რის შემდეგაც კომპანიამ მუშები სამსახურში აღადგინა და მენიუს მოწესრიგების პირობაც დადო.