19 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვას 6 არასრულწლოვანი საპატიმროში დაელოდება

6 არასრულწლოვანი გიორგი შაქარაშვილის საქმის არსებით განხილვას საპატიმროში დაელოდება.

მოსამართლე სოფიო ლეჟავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებლივი დევნა ძალაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმის ოქროს მოწმეებისა და ამავდროულად დაზარალებულების გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანების ჩვენებები, მტკიცებულებად დარჩა.

ადვოკატები მიიჩნევდნენ , რომ მოწმეებმა ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალეს, რაც კითხვებს აჩენს, სწორედ ამიტომ ის დაუშვებელი მტკიცებულება უნდა გამხდარიყო. მოსამართლემ ადვოკატების ნაწილს მტკიცებულებათა შესახებ შუამდგომლობები დაუკმაყოფილა.

ადვოკატების მოთხოვნა, საქმის მასალებში 18 და 19 ივნისს ამოღებული ვიდეო მასალებისა და ჩვენებების დატოვებასთან დაკავშირებით, რომლის დაუშვებლობასაც ბრალდება ითხოვდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დღეს მხარეებმა მედიასთან არ განმარტეს, კონკრეტულად, რომელ ჩვენებებზე და რა კადრებზე იმსჯელეს პროცესზე.

საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ 6 არასრულწოვნის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დადგება. ბრალდების განცხადებით საქმეში არასრულწლოვნების წინააღდეგ საკმარისი მტკიცებულება არსებობს.

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმის შესწავლას განაგრძობს. ნინო ლომჯარიას განცხადებით აპარატმა უკვე გამოიკვლია საქმის 23 ტომი და გამომძიებლებთან შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს.

პირველი წინა სასამართლო სხდომის მსგავსად ზ.ხ. კანონიერი წარმოდგენილმა სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია. ბრალდებულის მამამ მოსამართლე უყურადღებობაში დაადანაშაულა, რის გამოც სოფიო ლეჟავამ ბრალდებულის მამა სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით არასრულწლოვნების ცალკე გამოყოფილი საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყება.

დღის ამბები