19 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
გურჯაანში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოფელ ვეჯინში მცხოვრები 27 წლის კაცი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს. მას covid-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი. 

ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ეპუდემიოლოგ მანანა გოგაშვილის განმარტებით, ინფიცირებული პირი ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება.​ დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები