25 აპრილი 2024,   18:26
ვრცლად
კარანტინის მეორე დღე მესტიაში - გუშინ აღებული PCR ტესტების პასუხები ცნობილი დღეს გახდება

მესტიაში შეზღუდვების პარალელურად, ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება. დღეს დილიდან ცნობილი უნდა გახდეს გუშინ აღებული PCR ტესტების პასუხები. საუბარია 400-ზე მეტ ნიმუშზე.

ადგილზე სპეციალისტთა 5 ჯგუფი მუშაობს. პარალელურად, ადგილზე ტურისტების აღწერა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მათ ტრანსპორტირებასა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანას უზრუნველყოფს.

"ლენჯერის თემის ეპიდკვლევა გაგრძელდება, შემდეგ კი ეპიდემიოლოგები სხვა სოფლებში გადავლენ. მესტიაში დაწესდა შეზღუდვები, იქნება ღია ტიპის კვების ობიექტები, ასევე იმუშავებს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები,"- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი.

კარანტინის ვადა ამჯერად ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით 28 დღე იქნება.

მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გუშინ, სვანეთში გამოვლენილი დაინფიცირებულების გამო მიიღო.

დღის ამბები